საქართველოს ტურისტული პოტენციალი ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე დღეს არის ათვისებული. ქვეყანა და განსაკუთრებით, აჭარა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იყო და რჩება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტუალურ ტურისტულ ადგილად. ბათუმი კი ამ ყველაფრის ცენტრია. ევროპული ქუჩებითა და მოედნებით, ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავით, ისტორიული პორტით, უნიკალური ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებით, კაფე-ბარებითა და რესტორნებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს სახეა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს ბათუმი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა და სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო.
მას შემდეგ, რაც ისტორიული სანატორიუმები დაიშალა და დაინგრა, აჭარაში ტურისტულმა ბიზნესმა საკმაოდ საინტერესო განვითარება დაიწყო. ამ პროცესის პირველ ნაბიჯი საოჯახო სასტუმროები იყო. თუმცა იმ ყველაფრისთვის, რაც მაშინ იყო, სასტუმროს დარქმევა ცოტა რთულია. რეალურად, დამსვენებლები ქირაობდნენ ოთახებს, რომლის ფასიც მასში არსებული საწოლების რაოდენობით განისაზღვრებოდა. დამსვენებლები სარგებლობდნენ საერთო სამზარეულოთი, სადაც ყველა თავისთვის ამზადებდა სადილს. რიგ შემთხვევაში სააბაზანოც საერთო იყო. სწორედ ასეთი იყო ტურისტული ბიზნესი აჭარაში გასული საუკუნის დასასრულს. თუმცა ეს პერიოდი დიდი ხანი არ გაგრძელებულა. მალევე ტურისტული საქმიანობა დაიხვეწა, ჯერ პატარა სასტუმროები გაჩნდა, მოგვიანებით კი მათი მასშტაბი გაიზარდა და ბათუმში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც აშენდა.
განვითარების კიდევ ერთი ეტაპი აპარტოტელები იყო. ეს არის უძრავი ქონების სრულიად ახალი ტიპი, რომელიც ორი კონცეფციის - საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ერთგვარი შერწყმაა. ეს არის თქვენი სახლი კურორტზე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. განვითარებულ ქვეყნებში აპარტოტელების სისტემა კარგად განვითრებული და აპრობირებულია. უამრავ საკურორტო ზონაში სასტუმრეობისა და სახლების რაოდენობას აპარტოტელებიც არ ჩამოუვარდება. როგორც წესი, აპარტოტელში სტუმრებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ სასტუმროს სერვისებით, როგორიცაა რეცეფცია, კონსიერჟი, დასუფთავება და ა.შ.
აჭარაში საკურორტო ბიზნესის განვითარების ბოლო ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს „მზიური გარდენსი“, რომელიც ისტორიული სანატორიუმის ტერიტორიაზე შენდება და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და აპარტამენტების ერთობლიობას წარმოადგენს. კომპლექსი 100%-ით ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება, რაც მშენებლობისა თუ მომსახურების ხარისხის უპირობო გარანტიაა. ზღვისპირა, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, განთავსებულია 15 000 კვ.მ -ზე. რეკრეაციით, კერძო პარკირებით, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლით, სპორტული მოედნით, გარე და დახურული აუზით, სპა ცენტრითა და კვების ობიექტებით. კომპლექსი სრულად მორგებულია ბავშვების ინტერესებზე, მათთვის შექმნილია სპეციალური გასართუბი ზონები. „მზიური“ სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც.
"მზიური გარდენსში" განთავსდება 5 ***** სასტუმრო, საერთაშორისო ბრენდი Crown Plaza, რომელიც მაღალი სტანდარტების მომსახურების სერვისებს შესთავაზებს კომპლექსის მაცხოვრებლებს. მომხმარებლისთვის პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ "მზიური გარდენსში“, აპარტამენტები ბარდება დასრულებული პრემიუმ კლასის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.
აპარტამენტების მაცხოვრებლებს წვდომა ექნებათ 5***** სასტუმრო CROWNE PLAZA-ს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და სერვისებთან, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის აქტიური დასვენებისა თუ რელაქსაციისთვის, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე პატარებისთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ აპარტამენტი, რომელშიც 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნებისმიერი სერვისით ისარგებლებთ და ამავდროულად გააქირავებთ მაშინ, როდესაც თქვენ თავად არ ისარგებლებთ. სურვილის შემთხვევაში კი მფლობელს აპარტამენტის ადმინისტრაციის ჩართულობით შეუძლია გააქირაოს ბინა და სტაბილური შემოსავალი მიიღოს. პროცესი რომ გამართულად წარიმართოს, მეთვალყურეობასა და მზრუნველობას მაღალკვალიფიციური პერსონალი განახორციელებს.
„მზიური გარდენსში“ ბინის შეძენით თქვენ არა მხოლოდ მყუდრო და ხარისხიან საცხოვრებელს იძენთ, არამედ გონივრულად ახდენთ ფულის ინვესტირებას. ბათუმი, როგორც შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. შესაბამისად ბინის გაქირავება სოლიდური შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს. წლიური საშუალო დატვირთულობა 60-70 %-ს აღწევს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ინვესტირებული თანხები 3-დან 5 წლამდე ვადაში დაიბრუნოთ უკან.
გარდა იმისა, რომ „მზიური გარდენსი“ ფუნქციურად მეტად საინტერესო პროექტია, ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს მისი მდებარეობა და ბალნეოლოგიური პოტენციალიც. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა აქცევს „მზიური გარდენს“ საკურორტო ბიზნესის განვითარების ახალ ეტაპად. ის მდებარეობს ბათუმში და ამავდროულად არის სრულიად მოწყვეტილი ქალაქის ხმაურსა და აურზაურს. მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი კურორტ მახინჯაურში, ბათუმის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. აქ არსებული მინერალური წყლებისა და კლიმატური პირობების წყალობით XX საუკუნის დასაწყისიდან მახინჯაურს აქტიურად იყენებენ, როგორც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტს.
დაახლოებით ანალოგიურია საკურორტო ბიზნესის განვითარების ხაზი საქართველოს სხვა კურორტებზეც. თუმცა ბათუმი იყო და რჩება ქვეყნის სავიზიტო ბარათად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს mziurigardens.ge ან დარეკეთ ნომერზე 593755050