საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 603 ტესტი ჩატარდა.