ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.
სააგენტოს ცნობით, ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო.
აღსანიშნავია, რომ 50 ობიექტი 50%-იანი, ხოლო 25 ობიექტი 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3fI6im8