პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. დოკუმენტს კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წარადგენს, რომელიც ინფლაციაზე, ფინანურ სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე და პროგნოზებზე ისაუბრებს.
„2020 წელი საკმაოდ რთული წელი იყო. ეს იყო წელი, როცა პანდემია დაიწყო, რამაც კვალი ძალიან ბევრ მიმართულებას დაატყო - ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია. ბუნებრივია, რომ ასე მოხდებოდა", - აღნიშნა გვენეტაძემ ანგარიშის განხილვის დაწყებისას.