გადაწყვეტილება იმის შესახებ, კერძო სახლი სჯობს თუ კორპუსის ბინაში ცხოვრება, რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული.
დღეს მაღალსართულიანი კორპუსების ხშირი მშენებლობების ფონზე, მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება კერძო სახლებზე, ძირითადად თბილისის შემოგარენში. წლებია, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საკუთარ, იზოლირებულ გარემოში, ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით სურთ ცხოვრება.
რა უნდა გაითვალისწინო სახლის აშენების დროს? ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთის შერჩევა, არქიტექტურა, დიზაინი, სამშენებლო მასალები, გაყვანილობა, სამშენებლო ნებართვები სახელმწიფო სტრუქტურებიდან და რაც ყველაზე მთავარია, სანდო და პროფესიონალი ადამიანები, სამუშაოების შესასრულებლად.
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, ბევრ სხვა გაუთვალისწინებელ, არასასიამოვნო დეტალს მოიცავს უშუალოდ მშენებლობის პროცესი და რემონტი. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებში არსებობს დიდი სურვილი, რაც გადამწყვეტი ფაქტორია მათთვის, კერძო სახლის ფლობისთვის. მთავარი პრიორიტეტები, რაც კერძო სახლს გააჩნია, არის იზოლირებული ეზო და მყუდრო გარემო. ეზოს მოწესრიგება, ასევე საკმაოდ ნოყიერ ხარჯებს უკავშირდება და საჭიროებს ცალკე, დიზაინურ და არქიტექტურულ ჩარევებს. სასურველი კერძო სახლების პროექტებისა და გეგმარებების ნახვას, მოწესრიგებული და იზოლირებული ეზოთი - House.ge-ზე შეძლებთ.
მოამზადა ლაშა ცაგარეიშვილმა