32 000 ლარამდე ფასდაკლება ბინებზე თბილისის ცენტრალურ პარკთან - „ტერასა იპოდრომის“ შეთავაზება

საბურთალოს ყველაზე მწვანე ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ მრავალფუნქციურ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ პროექტს - „ტერასა იპოდრომს“ ახორციელებს.

პროექტში ამჟამად დარჩენილია მხოლოდ 4 ბინა, რომელთა შეძენაც აქციის ფარგლებში 32 000 ლარამდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

„ტერასა იპოდრომი“ ცენტრალური პარკიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და მოიცავს საცხოვრებელ რეზიდენციებს, 3-სართულიან საპარკინგე ტერიტორიას, პირველ, მეორე და მესამე სართულებზე არსებულ კომერციულ ფართებს, რომელიც ასევე გაყიდვაშია და მეოთხე სართულზე კაფესა და ტერასას, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

terasa1-1622700513.jpgterasa2-1622700500.jpg

პროექტის ფარგლებში, ტერასაზე მოეწყობა გამწვანება, საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, რომელიც ფაქტობრივად, ეზოს ფუნქციას შეასრულებს.

terasa3-1622700559.jpg

„ტერასა იპოდრომის“ ბინები აღიჭურვება „ჭკვიანი სახლის“ სისტემებით, რაც მობინადრეებს კიდევ უფრო მშვიდად და კომფორტულად ცხოვრების საშუალებას მისცემს. სისტემის გაკონტროლება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან მხოლოდ ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის გამოყენებით. წლების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ ბინებში „ჭკვიანი სახლის“ სისტემები დაამონტაჟეს, უფრო მშვიდად შეეძლოთ მოგზაურობა და ზოგადად, დროის სხვაგან გატარება, რადგან ღიად დარჩენილი კარის დისტანციურად ჩაკეტვის ან ოთახებში არსებული მდგომარეობის გაკონტროლების საშუალება ჰქონდათ.

იმის გათვალისწინებით, რომ „ტერასა იპოდრომი“ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქუჩაზე მდებარეობს, ხმის იზოლაციისთვის გამოყენებულია მხოლოდ ალუმინის კარ-ფანჯრები, რაც სხვა მასალებთან შედარებით, მეტ გამძლეობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს. თბოიზოლაციის შესანარჩუნებლად კი ექსტერიერისთვის შეირჩა ქვაბამბა, რომელიც ასევე ხმის, ჰიდროიზოლაციას უზრუნველყოფს და კომუნალური ხარჯების შემცირებასთანაც არის დაკავშირებული. ბინები ბარდება სრული რემონტით, რომელიც ასევე პრემიუმ კლასის მასალებით იქნება გაკეთებული.

ამჟამად, მონოლითის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მობინადრეები „ტერასა იპოდრომში“ საცხოვრებლად გადასვლას წლის ბოლოს შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ცენტრალურ პარკში, რომელიც საბურთალოს მთავარ მწვანე ობიექტს წარმოადგენს, გათვალისწინებულია ბოტანიკური, იაპონური, ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების ზონები. ასევე, პარკში მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები და სხვა ობიექტები, რაც მიმდებარედ ცხოვრებას სასიამოვნოს გახდის როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მის სიახლოვეს მდრებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს კი ფასი კიდევ უფრო მოემატება, შესაბამისად, ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოების დასრულებამდე, უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადება გონივრული გადაწყვეტილებაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ტერასა იპოდრომის“ პროექტი თავისი ფუნქციითა და არქიტექტურით ორგანულად ერწყმის ქალაქის აღნიშნულ ნაწილს.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

sheavseganacxadii123-1622700674.jpg

(R)