სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4 პროცენტით განისაზღვრა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:
ინფორმაციისთვის, 2020 წლის მაისში, ყველაზე მეტად გაზრდილი ნიორის ფასი იყო 225,1%-ი; შემდეგ კი, ლიმონი - 134,2%-ი და ვაშლი - 85,7%-ით მოჰყვებოდა, რომლებიც 2021 წლის მაისის ყველაზე მეტად გაიაფებულ 10 პროდუქტში ხვდება.