WarnerMedia-ს მფლობელმა სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგ AT&T-მა და Discovery-იმ გაერთიანებული კომპანიის ახალი სახელწოდება და ლოგო წარმოადგინეს. კონგლომერატს „Warner Bros. Discovery“ ეწოდება. ამის შესახებ Discovery-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ზასლავმა CNBC-ის განუცხადა.
მისი თქმით, ახალი სახელწოდება Warner Bros.-ის ასწლოვან მემკვიდრეობასა და გლობალურ ბრენდ Discovery-ს აერთიანებს, რომელიც მუდმივად ცდილობდა, ყოფილიყო სამართლიანი, ინოვაციური და შთამაგონებელი. გაერთიანებული კომპანიების სლოგანია - The stuff that dreams are made of (ის, რისგანაც შექმნილია ოცნებები).
CNBC-ის შეფასებით, Warner Bros. Discovery შეძლებს კონკურენციის გაწევას ისეთი მსხვილი სტრიმინგ სერვისებისთვის, როგორიცაა Netflix, Disney და სხვ.
Discovery-ისა და WarnerMedia-ს გაერთიანების შესახებ ინფორმაცია 17 მაისს გავრცელდა. გაერთიანების შედეგად WarnerMedia და Discovery 43 მილიარდ დოლარს და WarnerMedia-ს ფასიან ქაღალდებს მიიღებენ, ხოლო AT&T-ის საკუთრებში ახალი კომპანიის აქციების 71% გადავა. მასში შევლენ ისეთი არხები, როგორიცაა CNN, TBS, TNT, HGTV, Food Network და Discovery Channel, ასევე, კინოსტუდია Warner Bros. და სტრიმინგ სერვისები - HBO Max და Discovery+. გაერთიანებული კომპანიის ხელმძღვანელი Discovery-ის დირექტორი დევიდ ზასლავი გახდება.