პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ამჯერად სახელმწიფო ელექტრონულ აუქციონზე 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი გამოიტანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო და 129 არასასოფლო-სამეურნეო ობიექტია, საიდანაც 52-ს 50%-იანი ფასდაკლებით ყიდის, 24-ს კი, 25%-იანი ფასდაკლებით.
რიგით მესამე აუქციონი უკვე გამოცხადდა და ის 14 ივნისს დასრულდება.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 10 არასასოფლო-სამეურნეო ქონებას, რომელსაც მთავრობა 25%-იანი ფასდაკლებით ყიდის:
- ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) მდებარე 99743.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) და N2 (ავზი) შენობა-ნაგებობების და ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარე 389435.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N4 (ნანგრევები) შენობა-ნაგებობები - 4 125 000 ლარი ( საწყისი ფასი - 5 500 000 ლარი)
- ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში არსებული 3001.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49% წილი - 2 694 000 ლარი ( საწყისი ფასი - 3 592 000 ლარი)
- თბილისში, დიდი დიღმის VI მიკრო/რაიონში, კორპუსი N29-ის მიმდებარედ არსებული 3516.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი); N2 (ნანგრევი); N3; N4 (ფარდული) და N5 (მიწისქვეშა) შენობა-ნაგებობება - 1 058 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 410 667 ლარი)
- ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 16 317 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მიწისქვეშა ნაგებობა) და N2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობები - 996 000 ლარი. (საწყისი ფასი - 1 328 000 ლარი)
- ქობულეთში, დაბა ჩაქვში, სოფელ ბუკნარში არსებული 4863.00 კვ.მ. და 2189.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული ნანგრევი - 668 000 ლარი ( საწყისი ფასი - 890 667 ლარი)
- ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება 14007.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 641 000 ლარი (საწყისი ფასი - 854 667 ლარი)
- ფოთში, რეკვავას ქუჩა N15-ში არსებული 6299.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 510 000 ლარი (საწყისი ფასი - 680 000 ლარი)
- ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N82მ-ში არსებული 2545 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 492 000 ლარი (საწყისი ფასი - 656 000 ლარი)
- თერჯოლაში, მდ. ჩოლაბაურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 60 012 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ქალაქ თერჯოლაში მდებარე 54 944 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 432 000 ლარი ( საწყისი ფასი - 576 000 ლარი )
- თბილისში, სამგორის რაიონში არსებული 2602 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და 7021 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 364 000 ლარი (საწყისი ფასი - 485 333)
ცნობისთვის, წინა აუქციონის 17-18 მაისს ჩატარდა. მაშინ ელექტრონულად 72 835 800 ლარის 27 ლოტი გაიყიდა.