აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკული ინვესტიციების აკრძალვის შესახებ იმ 60-მდე ჩინურ კომპანიაში, რომლებიც ამერიკის უსაფრთხოებას ემუქრებიან. ბრძანება ძალაში 2021 წლის 2 აგვისტოდან შევა.
„შავ სიაში„ მოხვედრილ კომპანიებს შორის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო გლობალური კომპანია Huawei Technologies-ია, აგრეთვე, მიკროელექტრონიკის მწამროებელი კომპანია Semiconductor Manufacturing International Corporation (SMIC), ავიატექნიკის მწარმოებელი Aviation Industry Corporation of China (AVIC), სატელეკომუნიკაციო კომპანიები - China Mobile Communications Group, China Telecommunications Corporation, China United Network Communications Group, სამშენებლო კომპანია China Railway Construction Corporation (CRCC) და სხვ.
ბრძანება ნებისმიერი ამერიკელისთვის ამ კომპანიების ფასიანი ქაღალდების შეძენას კრძალავს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბრძანება 2020 წლის 12 ნოემბრის განკარგულების გაგრძელებაა, როცა ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი საფრთხედ გამოცხადდა და საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.