გერმანიის კონკურენციის სააგენტომ Google Alphabet-ის ახალი ამბების გვერდის გამო გამოძიება დაიწყო. უწყების დღევანდელ განცხადებას სააგენტო Reuters ავრცელებს. ესაა ტექნოლოგიური გიგანტის საინფორმაციო პლატფორმა, რომელზეც მომხმარებლებისთვის ახალი ამბები არის ხელმისაწვდომი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია, Google-თან თანამშრომლობა გამომცემლებისთვის და ახალი ამბების მიმწოდებლებისთვის მიმზიდველია, მაგრამ ამან ცალკეულ გამომცემლებს შორის დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს.
„საბოლოო მომხმარებლებთან წვდომაზე Google-ის ძლიერი პოზიცია არ უნდა იწვევდეს გამომცემლებისა და ახალი ამბების პროვეიდერების კონკურენტული შეთავაზებების განდევნას,“ - ნათქვამია გერმანიის მარეგულირებლის განცხადებაში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ