აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017- 2018 წლებში თბილისის მერიის ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების მიერ 2017-2018 წლებში მიღებული დაფინანსების აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მერიისა და გამგეობების სამსახურებრივი ავტომობილებით მინიმუმ, 100.7 ათასი ლარის ღირებულების, 51.6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯული იყო არასამსახურებრივი დანიშნულებით. ამასთან, ცნობისთვის, 2017-2018 წლებში თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ შესყიდულია 3 111 100 ლარის ღირებულების 1,557.7 ათასი ლიტრი საწვავი.
„აუდიტის ჯგუფის მიერ მერიიდან გამოთხოვილ იქნა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.
2017-2018 წლებში გამოვლინდა 632 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29 ათასი ლიტრი საწვავი. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა თბილისის მერიისა და გამგეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები,“-ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის ცალკეული მაგალითების ცხრილი: