ჩინეთის ხელისუფლებამ მსოფლიოს 10 ტრილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს იმ დანაკარგისთვის, რომელიც მიიღო მსოფლიო თანამეგობრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმართა. სხდომის ტრანსლაციას აწარმოებდა ტელეკომპანია C-Span.
„ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და წაუყენოს ჩინეთს ანგარიში მინიმუმ 10 ტრილიონის ოდენობით, რათა მოხდეს კომპენსირება იმ დანაკრგების, რომელიც მათ მოგვაყენეს“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს არის ქვედა ზღვარი და დანაკარგი ბევრად მეტია მის მიერ დასახელებულ თანხაზე.
ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ქვეყნებს, არ გადაუხადონ ჩინეთს ვალი, რომელიც მათ აქვთ ამ ქვეყნის მიმართ.