პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო 45 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ელექტრონულ აუქციონზე, რომელიც 14 ივნისს სრულდება, მთლიანად გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება. საიდანაც დიდი ნაწილი 20%-იან და 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება, თუმცა ფასის კლება არ შეხებია, 45 სასოფლო-სამეურნეო მიწიდან არცერთს.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 სასოფლო-სამეურეო მიწის ნაკვეთს, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირად ყიდის:
ცნობისთვის, აუქციონის წესში განმარტებულია კანონმდებლობის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინა, 2021 წლის რიგით მეორე აუქციონის დროს, 38 მიწის ნაკვეთიდან სახელმწიფო აუქციონზე მხოლოდ 4 გაიყიდა.