9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთარ აბესაძე წერს.
„ძალიან მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ:
დღეს 2021 წლის ივნისში რა პროდუქტს და მომსახურებასაც შეიძენთ საქართველოში არსებული ოფიციალური საშუალო ხელფასით (1256.2 ლარი) ზუსტად იგივე პროდუქტი და მომსახურება გიჯდებოდათ 2012 წელს 650 ლარი.
9 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება 100%-ით გაძვირდა“, - წერს აბესაძე.