მსოფლიოს მრავალი ლიდერი არა მხოლოდ უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, არამედ ისინი ძალიან მდიდრებიც არიან.
ფინანსური მდგომარეობა მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან ხშირად დომინანტობის საშუალებასაც იძლევა. შესაბამისად, ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს, ან თუნდაც მილიონებს ფლობენ, ბევრი ფაქტორისგან არიან გათავისუფლებულნი.
დღეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ლიდერი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია.
ვლადიმირ პუტინი - 200 მილიარდი დოლარი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფინანსებთან დაკავშირებული მრავალი ბურუსით მოცული ფაქტები არსებობს, თუმცა, ბოლო შეფასებით მისი ქონება 200 მილიარდი დოლარია.
ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიერ წარმოებულ ბოლოდროინდელ ვიდეოზე ჩანს, შავი ზღვის სანაპიროზე მდიდრული სასახლე, რომელიც, მისი განცხადებით პუტინმა ქრთამის სახით მიიღო. ნავალნი ასევე ამტკიცებს, რომ პუტინი შეპყრობილია ფულით და აპირებს ეროვნული სიმდიდრის მოპარვას. მიმდინარე წლის იანვარში პუტინმა უარყო, რომ სასახლე მას ეკუთვნოდა და ვიდეოს მონტაჟი უწოდა.
კიმ ჩენ ინი - 5 მილიარდი დოლარი
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ-ინი 5 მილიარდს ფლობს. ამავე დროს, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს აქტივები და საბანკო ანგარიშები, რომელსაც უზენაესი ლიდერი და მისი ოჯახი აკონტროლებს. ცნობილი გახდა, რომ მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი 200 და მეტ საბანკო ანგარიშზე იყო დამალული სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის ავსტრიაში, ლუქსემბურგში, რუსეთში, შვეიცარიაში და ა.შ.
ანდრია ბაბიჩი - 3,7 მილიარდი დოლარი
Forbes– ის თანახმად, ჩეხეთის პრეზიდენტი ანდრია ბაბიჩი 3,7 მილიარდ დოლარს ფლობს. ბაბიჩს ხშირად "ჩეხ დონალდ ტრამპსაც" უწოდებენ.
იგი პრეზიდეტად არჩევამდე სასოფლო-სამეურნეო სფეროში ფლობდა ბიზნესებს.
სებასტიან პინერა - 2,9 მილიარდი დოლარი
სებასტიან პინერა 2010 წლიდან 2014 -მდე ჩილეს პრეზიდენტი იყო. 2018 წელს Forbes– მა მისი და მისი ოჯახის წმინდა ქონება 2,9 მილიარდ დოლარად შეაფასა. 2010 წლის არჩევნების შემდეგ მან ასევე გაყიდა თავისი 26% წილი ჩილეს ავიაკომპანიაში LAN და მიჰყიდა Chilevision Time Warner– ს 150 მილიონ დოლარად.
სი ძინპინგი - 1.5 მილიარდი დოლარი
ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეს, სი ძინპინგს ძალიან მოკრძალებული ხელფასი აქვს. იგი წელიწადში მხოლოდ 22,000 აშშ დოლარს იღებს. თუმცა, 2012 წელს გაირკვა, რომ სი და მისი ოჯახი რამდენიმე ჰოლდინგურ კომპანიაში ინვესტიციებს მალავდნენ. მათ შორის 244-მილიონიან ინვესტიციას ფირმა Shenzen Yuanwei- ში.
ბაშარ ალ ასადი - 1.5 მილიარდი დოლარი
სირიის ლიდერმა ბაშარ ალ ასადმა 1,5 მილიარდ დოლარამდე ქონება შეაგროვა. სირიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ასადი და მისი მეგობრები ფლობდნენ ქვეყნის აქტივების 60% -დან 70% -ს, მათ შორის მიწებს, ელექტროსადგურებსა და ქარხნებს.
ალი ბონგო ონდიმბა - 1 მილიარდი დოლარი
გაბონის პრეზიდენტის, ალი ბონგო ონდიმბას ქონება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ონდიმბას ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების გაძარცვაში ადანაშაულებენ. ბოლო წლებში პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 2019 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის დამხობას ჯარისკაცთა ჯგუფი ცდილობდა, თუმცა გადატრიალება ჩაიშალა.
თეოდორო იბიაგ ნგუემა მბასო - 600 მილიონი დოლარი
თეოდორო იბიაგ ნგუემა მბასო ნავთობით მდიდარი ეკვატორული გვინეის პრეზიდენტია. Forbes– მა მისი ქონება 600 მილიონ დოლარად შეაფასა. ამბობენ, რომ მას აქვს რამდენიმე სახლი სამხრეთ აფრიკაში და ქონება მალიბუში, კალიფორნია.
ილჰამ ალიევი - 500 მილიონი დოლარი
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ლიდერის ილჰამ ალიევის ოფიციალური ყოველთვიური ანაზღაურება 230 000 აშშ დოლარია. მაგრამ ცნობილია, რომ მისი ოჯახი უცხო ქვეყნებში დიდძალ ქონებას ფლობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2010 წელს მისმა ვაჟმა ჰეიდარმა, დუბაიში 44 მილიონ დოლარად ვილაც შეიძინა.
უჰურუ კენიატა - 500 მილიონი დოლარი
კენიის პრეზიდენტი უჰურუ კენიატა სავარაუდოდ, 500 მილიონ დოლარს ფლობს. იგი ასევე მფლობელია 500,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. კენიატას ასევე აქვს დიდი წილი კენიის წამყვან რძის კომპანიაში, აქვს წილები კომერციულ ბანკში და ტელეარხში.
სახელმწიფოების უმდიდრეს ლიდერებს შორის ასევე მოიაზრებიან:
(წყარო - Lovemoney.com)