Nasdaq-ის უდიდეს ელექტრონულ სააქციო ბირჟაზე ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.
Microsoft მსოფლიოში რიგით მეორე კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციაც 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. პირველი ასეთი კომპანია Apple იყო.
Microsoft პროგრამული უზურნველყოფის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიაა მსოფლიოში. მისი სათავო ოფისი ვაშინგტონის შტატის ქალაქ რედმონდში მდებარეობს.