საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლოა, კიდევ უფრო გამარტივდეს.
შეთანხმება, რომელიც მხარეებმა დადეს, ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით, ახალი შეთანხმება გაზრდის საქართველოს ექსპორტს თურქეთში და ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლებს, საკუთარი წარმოების აგროპროდუქცია თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მისი თქმით, თურქეთის მხარესთან კონსულტაციის პროცესი აღნიშნულ საკითხზე წარმატებით მიმდინარეობს.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვის მოცულობა იყო 561,507 მლნ დოლარი, წელს 5 თვეში კი ეს მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა და 758,053 მლნ დოლარი შეადგინა.
ბრუნვასთან ერთად გაიზარდა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტით. კერძოდ, წელს საქართველომ თურქეთში 624,743 მლნ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 30,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან იანვარ-მაისში თურქეთიდან იმპორტმა 479,759 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 133,290 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, რაც 63%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის 5 თვეში საქართველოდან თურქეთში ექსპორტმა 81,747 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში. (მონაცემები მოიცავს 2021 წლის იანვარ-მაისს)
იმპორტი
ექსპორტი