ავსტრალიის ხელისუფლებამ, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, შვიდ ქალაქში „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „შინ დარჩენის“ განკარგულება ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს - 12 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.
ავსტრალიაში, რომელმაც კორონავირუსი თითქმის დაამარცხა და სადაც მიმდინარე წლის განმავლობაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მხოლოდ 1 შემთხვევაა დადასტურებული, ბოლო პერიოდში „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა და გასული დღე-ღამის განმავლობაში 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხელისუფლება ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას ითხოვს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მოსახლების მხოლოდ 5%-ს აქვს ჩატარებული.