„რაც არ უნდა გატყუონ ცენტრალური ბანკის მოტრფიალეებმა, კარგი ცენტრალური ბანკი - გაუქმებული ცენტრალური ბანკია,“-ამის შესახებ ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„8 წლის მანძილზე 100 ლარი გახდა 143 ლარი. ანუ რაც მოგდიოდა 100 ლარად, ახლა 43 ლარით მეტია იგივესთვის საჭირო. გაძვირდა:
- სურსათი 52%
- ალკოჰოლი და თამბაქო 119%
- წყალი, ელ.ენერგია, გაზი 31%
- ჯანდაცვა 65%
- ტრანსპორტი 28%
- სასრუმროები, კაფეები, რესტორნები 47%
- განათლება 17%
მაგალითისთვის, დოლარიზებულ პანამაში 8 წლის ინფლაცია 7%-ია. ეკვადორში 12%.
რაც არ უნდა გატყუონ ცენტრალური ბანკის მოტრფიალეებმა, კარგი ცენტრალური ბანკი - გაუქმებული ცენტრალური ბანკია,“- წერს ხორგუაშვილი.