უმსხვილესი გლობალური ნავთობკომპანია BP ერაყიდან გადის. ამის შესახებ ერაყის ნავთობის მინისტრ იხსან აბდულ ჯაბარმა სამინისტროს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.
ამასთან, მინისტრის თქმით, ნავთობსაბადო West Qurna 2-ზე თავისი წილის ჩინელებისთვის მიყიდვის სურვილი რუსულმა Lukoil-მაც გამოთქვა.
აბდულ ჯაბარი დაუფარავად აცხადებს, რომ ერაყში მსხვილი ინვესტორების შესაკავებლად საინვესტიციო გარემო შესაფერისი არ არის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ