როგორც bpn.ge-ისთვის გახდა ცნობილი, აქსის თაუერსმა წამყვანი ბრენდების წარმომადგენლებს სავაჭრო ცენტრში ინფო-ტურზე უმასპინძლა.
აქსის თაუერსის 5 დეველოპერული მიმართულებიდან ერთ-ერთი - სავაჭრო ცენტრი, სრულად 1 ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციობას.
ამ ეტაპზე, აქსის თაუერსის, სავაჭრო ცენტრში, რომელიც მომხმარებელს უკვე 2 წელია ემსახურება, განთავსებულია და წარმატებით მუშაობენ „აგროჰაბი“, “ბერქოფი“, „ტესკომა“ და სხვა წამყვანი ბრენდები. ცენტრისთვის ახალი მოცულობითი სივრცის მოწყობის კვალდაკვალ, ოქტომბრიდან, მას უკვე სხვა წამყვანი ბრენდების მაღაზიებიც შეემატება.
ინფო-ტურის მონაწილეებმა, სავაჭრო ცენტრის სივრცის გარდა, ასევე დაათვალიერეს აქსის თაუერსში განთავსებული სხვა საინტერესო სივრცეები: სასტუმრო პულმანი, სქაი-ბარი, კაფე-რესტორნების ქუჩა, ველნეს ცენტრი.
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ვაკის ახალ ბიზნეს-უბანში განთავსებული ერთადერთი პრემიალური სავაჭრო სივრცეა. მას მომხიბვლელობას მატებს აქსის თაუერსის მულტიფუნქციურობა 5 ვარსკვალვიანი სასტუმო „პულმანით“, რომელსაც დედაქალაქის ცენტრში არსებული ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი გამოარჩევს, A კლასის ბიზნეს ცენტრში განთავსებული ოფისებით, საფეხმავლო ქუჩით, რომელიც დატვირთული იქნება რესტორნებითა და ბარებით, ველნეს ცენტრი ფიტნესის დარბაზითა და 25 მეტრიანი საცურაო აუზით, რაც დამატებით ნაკადებს ქმნის სავაჭრო სივრცისთვის. პარკირების 3 დონიანი ინფრასტრუქტურა დამატებით კომფორტს უქმნის ცენტრის ვიზიტორებს.
აქსის თაუერსი ყალიბდება, როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი, დედაქალაქის სტუმრებისთვის და ასევე მათთვის, ვინც საქმიანი შეხვედრებისა თუ გართობისა და რეკრეაციისთვის თანამედროვე სივრცეებს ირჩევს.