ახლა ტურისტული სექტორისთვის მთავარი პრობლემა ინფიცირების მზარდი მაჩვენებელია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმრო Old Town Mtatsminda-ს მფლობელმა განუცხადა. ირაკლი გვეტაძის თქმით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ კი, უცხოელები ჯავშნებს მხოლოდ 2 დღის განმავლობაში აუქმებდნენ.
„სიმართლე რომ გითხრათ, გაცილებით მძიმე მოლოდინი მქონდა. 5 ივლისს დილიდან, ორი დღის განმავლობაში ათობით ჯავშანი გაუქმდა, ამიტომ მეგონა, რომ პროცესები გაცილებით ნეგატიურად გაგრძელდებოდა. თუმცა რამდენიმე დღეა ეს შეწყდა და მეტიც, ახალი ჯავშნებიც კი კეთდება.
თუმცა დღეს ჩვენი სექტორის მთავარი პრობლემა ისევ ისაა, რომ მთელი ევროპისთვის იმ 24 საშიშ ქვეყნაში ვართ, სადაც ინფიცრების მაღალი მაჩვენებლის გამო, მოგზაურობა საშიშია. ინდოეთიც და ჩვენც, ამ სიაში ერთად ვართ. ესაა დღეს ჩვენთან ტურისტული ნაკადების შეფერხების მთავარი პრობლემა“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი გვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტურისტების ქვეყნიდან გადინება და ჯავშნების გაუქმება 5 ივლისს თბილისში პოლონელი ტურისტი დაჭრის შედეგად მასობრივად დაიწყო.