“აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს,” – ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა!
- ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერთიფიკაი ან PCR ტესტის პასუხი.
- ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკათებელია.
- აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს!
მგონი დროა ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული,“- წერს კულუმბეგოვი.