2022 წლის ბოლოსთვის Facebook მილიარდ დოლარს დახარჯავს პროგრამებში, რომლის დახმარებით მომხმარებლები Facebook-სა და Instagram-ში განთავსებული კრეატიული კონტენტისგან სარგებელს მიიღებენ. ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზში წერია.
დამწყები და უკვე ცნობილი კრეატორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ იმ ინსტრუმენტების სერვისისთვის, რომელიც კონტენტის შექმნისთვის გამოიყენება.
ბონუსური პროგრამები დამოკიდებული იქნება სეზონზე, თუმცა დროთა განმავლობაში მათი პირობები და ხანგრძლივობა შესაძლოა, შეიცვალოს. მიმდინარე ზაფხულში გადახდებისთვის Instagram გაიხსნება, ხოლო წლის ბოლომდე - Facebook.
Facebook-ზე პირველი ფულადი პრიზები ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო-რეკლამა In-Stream-ის მომხმარებლებისთვის, ასევე, „ვარსკვლავების დავალების“ შემსრულებლებისთვის და ვიდეოთამაშების შემქნელებისთვის. პრიზები ყოველთვიურად, გარკვეული რაოდენობის ვარსკვლავების მიღების შემდეგ დაირიცხება.
Instagram-ზე ბონუსები დაერიცხებათ ავტორებს, რომლებიც Reels და IGTV რეკლამას იყენებენ. ეს ფუქნცია ვიდეოში გამოჩენილი რეკლამიდან წილის მიღებას ითვალისწინებს. ბონუსი ნახვების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.