საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 656 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 38 945 ტესტი ჩატარდა.