ძლიერი წვიმის გამო, თვითმფრინავი, რომელიც კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა, დროებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კიევი -ბათუმის რეისის მგზავრებმა რამდენიმე საათი თბილისის აეროპორტში გაატარეს, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კი თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში ჩაფრინდა.
ამასთანავე, როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმა განმარტეს, უამინდობის გამო სხვა მიმართულებებზე ფრენები არ შეფერხებულა.