შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2021 წლის მე-2 კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოდან 2021 წლის აპრილ-ივნისში უცხოეთის 7 მოქალაქე გააძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყნიდან გაძევებულების მიხედვით თურქეთი ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან 3 - თურქეთის; ხოლო 1-1 ინდოეთის, ეგვიპტის, ირანისა და ისრაელის მოქალაქეები გააძევეს.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 5 გაძევებული პირი 26-დან 40 წლამდე იყო; 2 პირი კი – 41-დან 65 წლამდე იყო.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ელ ნახევარში (იანვარი-ივნისი) საქართველოდან უცხოეთის ჯამში, 16 მოქალაქე გააძევეს.