მნიშვნელოვანი სიახლე Translate.ge-ის მომხმარებლებისთვის − საიტის ლექსიკურ ბაზას 17 ათასზე მეტი ახალი სიტყვა დაემატა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ონლაინლექსიკონის, translate.ge-ის, ლექსიკურ ბაზას 17 ათასზე მეტი ახალი სიტყვა დაემატა.

როგორც translate.ge-ში განმარტავენ, ლექსიკური ბაზა ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში საიტზე სხვადასხვა ტიპის ლექსიკონების დამატებაც იგეგმება.

Translate.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს მომენტალურად მოიძიოს სასურველი სიტყვის თარგმანი როგორც ქართულიდან ინგლისურ ენაზე, ისე − პირიქით. ამ ეტაპზე საიტის ლექსიკურ ფონდში 500 ათასზე მეტი სიტყვაა თავმოყრილი.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული სიტყვების გარდა translate.ge-ზე შესაძლებელია შესიტყვებების, ფრაზეოლოგიზმებისა და სპეციფიკური დარგების ტერმინებისა თუ ფრაზების თარგმანის ნახვაც. გარდა თარგმანისა, თითოეულ სიტყვასა თუ შესიტყვებას მითითებული აქვს, რომელი დარგის ტერმინია: ეკონომიკის, მედიცინის, იურისპრუდენციისა თუ სხვ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ translate.ge-მ ონლაინლექსიკონის გარდა მომხმარებელს ახალი პლატფორმა − online.translate.ge − შესთავაზა, სადაც ნებისმიერი სახის დოკუმენტის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ონლაინ არის შესაძლებელი.

იხილეთ გამოკითხვა: