2021 წლის იანვარ-ივლისში რუსეთთან საერთო სავაჭრო ბრუნვამ 868, 003 მლნ დოლარი შეადგინა, რითიც რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ. ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან პროდუქციის იმპორტმა 545, 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.1%-ით გაიზარდა. ხოლო ექსპორტმა 322, 686 მლნ აშშ დოლარი და 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 40.4%-ია.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: