იანვარ-ივლისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 2,151 მლრდ ლარი შეადგინა.
დეფიციტშია ასევე ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 6,791 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 7,814 მლრდ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 7თვეში ბიუჯეტის ასეთი მაღალი დეფიციტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია. ცხადია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსი და მისგან წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც ბიუჯეტს შემოსავლები შეუმცირდა, ხოლო ხარჯები გაეზარდა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი გავრცელებული და მთავარი გზა ვალების აღებაა.