ერთ თვეში სახელმწიფოს საგარეო ვალი 14 მლნ დოლარით შემცირდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.002 მლრდ დოლარს შეადგენს, ეს მაშინ, როდესაც ივნისში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8.016 მლრდ დოლარი იყო.
8,002 მლრდ დოლარიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები 7.521 მლრდ დოლარს შეადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკის - 481,496 მლნ დოლარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, სახელმწიფოს მევალე საფინანსო ინსტიტუტების ჩამონათვალს:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1.757 მლრდ აშშ დოლარი
- აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 184,706 მლნ აშშ დოლარი
- ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) -3.203 მლნ აშშ დოლარი
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 236,232 მლნ აშშ დოლარი
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 809,845 მლნ აშშ დოლარი
- ევროგაერთიანება (EU) - 158,243 მლნ აშშ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.176 მლრდ აშშ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) - 874,581 მლნ აშშ დოლარი
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 32,930 მლნ აშშ დოლარი
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 215,013 მლნ აშშ დოლარი
- სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 2,361 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორ ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:
- სომხეთი - 4,607 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 4,850 მლნ აშშ დოლარი
- ავსტრია - 17,911 მლნ აშშ დოლარი
- ჩინეთი - 464 ათასი აშშ დოლარი
- საფრანგეთი - 557,485 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 705,484 მლნ აშშ დოლარი
- ირანი - 3,594 მლნ აშშ დოლარი
- იაპონია - 199,569 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 6,464 მლნ აშშ დოლარი
- კუვეიტი - 8,698 მლნ აშშ დოლარი
- ნიდერლანდები - 244 ათასი აშშ დოლარი
- რუსეთი - 34,649 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 9,406 მლნ აშშ დოლარი
- თურქმენეთი - 211 ათასი აშშ დოლარი
- უკრაინა - 24 ათასი აშშ დოლარი
- ამერიკა - 15,094 მლნ აშშ დოლარი
- უზბეკეთი - 26 ათასი აშშ დოლარი