რა ღირს covid-19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები და როგორ შეიცვალა მათი აქციების ფასი 2021 წელს

Pfizer, BioNTech, Moderna - ყველა ამ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი სხვა კომპანიების კაპიტალიზაცია 2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოიმატა კომპანიების აქციების ღირებულებამაც.

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გაჩენა ვაქცინებზე მოთხოვნას სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში გააძლიერებს და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ მწარმოებელი კომპანიების ღირებულება ისევ გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე მწარმოებელმა საგანგებო ვითარებაში ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენების უფლება უკვე მიიღო. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კი Pfizer-ს სრული ავტორიზაცია უკვე მიანიჭა. სრული ავტორიზაციის მოლოდინში სხვა ფარმაცევტული მეგა კომპანიებიც არიან.

იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტულ სფეროში თუნდაც მცირე ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტეთ, ალბათ ეს ყველაზე საუკეთესო პერიოდია.

გთავაზობთ, როგორ შეიცვალა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების აქციის ფასები და კაპიტალიზაცია ერთი წლის განმავლობაში:

Pfizer

Pfizer 2020 წელს გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან გაერთიანდა, რათა COVID-19– ის წინააღმდეგ ვაქცინა შეემუშავებინათ. ეს არის პირველი ვაქცინა, რომელიც აშშ-მ ოფიციალურად აღიარა.

Pfizer საფონდო ბირჟაზე კარგად არის პოზიციონირებული ფასების სტაბილური მატებით. სავარაუდოდ, კომპანიის ფასები სულ მცირე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მომატების პერსპექტივით იქნება წარმოდგენილი.

NEW YORK STOCK EXCHANGE -ის მონაცემებით, Pfizer -ის აქციის ფასი 47.03 დოლარია, 0,9 %-იანი მატებით. კომპანიის კაპიტალიზაცია კი 262,1 მლრდ დოლარს შეადგენს, წლის დასაწყისში კი კომპანია 205 მლრდ დოლარი ღირდა. ამასთან, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, Pfizer-ის ერთი აქციის ფასი 36.87 დოლარი იყო.

BioNTech

როგორც Pfizer– ის პარტნიორი, ფინანსური რესურსებით, გლობალური წარმოების შესაძლებლობებით და მარეგულირებელი გამოცდილებით კომპანია BioNTech-იც სარგებლობს.

ექსპერტების აზრით, კორონავირუსის ვაქცინა უახლოეს წლებში BioNTech– ის ზრდას ხელს შეუწყობს, ხოლო მისი შემოსავლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად გახდება საჭირო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზები. COVID-19 ვაქცინის გარდა, კომპანიის წამლის მთავარი მიღწევა არის ექსპერიმენტული mRNA თერაპია, რომელიც მელანომას და სხვა სახის სიმსივნეების წინააღმდეგ პრეპარატების შექმნას ისახავს მიზნად. BioNTech– ის წამლების პორტფოლიო ასევე მოიცავს წამლებს, რომლებიც ადრეული სტადიის სიმსივნის რამდენიმე სახეობას ანადგურებს.

NASDAQ GLOBAL SELECT-ის მიხედვით BioNTech– ის ერთი აქციის ფასი მიმდინარე დროისთვის 345 დოლარია, წლის დასაწყისში კი 105,85 დოლარი ღირდა. რაც შეეხება კაპიტალიზაციას, ამ დროისთვის BioNTech-ი 83,6 მლრდ დოლარი ღირს, რაც თითქმის 4-ჯერ მეტის 2021 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, მაშინ კომპანის საბაზრო ღირებულება 20,7 მლრდ დოლარს შეადგენდა.

Moderna

Pfizer- ს და BioNTech- ის წარმატებებს კვალდაკვალ მიჰყვა Moderna, რომელმაც მსოფლიოს COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა მალევე წარუდგინა. „მოდერნას“ წარმატება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დამოკიდებულია COVID-19 ვაქცინის მოთხოვნაზე.

2021 წლის ბოლოს Moderna ციტომეგალოვირუსის (CMV) ვაქცინის ტესტირებას დაასრულებს, რაც მის მოგებას უფრო გაზრდის. იგი ასევე გეგმავს დიდი ინვესტიციის ჩადებას შემდგომი გაფართოების მიზნით.

ამ დროისთვის Moderna– ს ერთი აქციის ფასი 370,69 დოლარია, 2021 წლის იანვარში კი 173,16 დოლარი იყო. რაც შეეხება კაპიტალიზაციას, ბოლო 8 თვეში Moderna– ს საბაზრო ღირებულება 41,66 მლრდ დოლარიდან 149,4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

Johnson & Johnson

Johnson & Johnson COVID-19 ვაქცინა არის მესამე ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია შეერთებულ შტატებში. Pfizer-BioNTech და Moderna ვაქცინებისგან განსხვავებით, J&J ვაქცინა სრულ ეფექტს მხოლოდ ერთი დოზის შემდეგ აჩვენებს.

ვაქცინების გამოშვების შემდეგ, კომპანიას წარმოების პრობლემები შეექმნა. მოგვიანებით, აცრის შემდგომ დაფიქსირებული თრომბის გამო „ჯონსონმა“ წარმოება დროებით შეაჩერა, თუმცა ინვესტორებზე ამას არ უმოქმედია.

Johnson & Johnson COVID-19 ვაქცინას თვითღირებულებით ყიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დიდი მოგება არ რჩება.

J&J იმდენად დიდია, რომ მისი წარმატება არ არის დამოკიდებული რომელიმე პროდუქტზე. კომპანიის დივერსიფიცირებული ჯანდაცვის ბიზნესი მას გრძელვადიანი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად ხდის.

Johnson & Johnson– ის აქციის ფასი 173,66 დოლარია, წლის დასაწყისში კი 159,83 დოლარი იყო. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო ღირებულებას, იანვარში ის 414,3 მლრდ დოლარი იყო, ახლა კი 457,1 მლრდ დოლარი ღირს.

AstraZeneca

COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის “რბოლაში“ AstraZeneca ერთ-ერთი პირველი იყო. 2020 წელს ბრიტანეთის წამლის მწარმოებელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ -ს მთავრობასთან 300 მილიონი დოზის მიწოდებაზე, რაც იმ დროისთვის ყველაზე დიდი გარიგება იყო.

AstraZeneca– ს ჯერ არ აქვს მიღებული სრული აკრედიტაცია.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული კომპანიის შემადგენლობა მოიცავს რამდენიმე პროდუქტს, რომლებმაც აჩვენეს გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით კიბოს წამლები Imfinzi და Lynparza. მისი ფარმაცევტული პორტფელი ასევე კარგად არის განვითარებული.

AstraZeneca -ს ერთი აქციის ფასი 58,61 დოლარია, კაპიტალიზაცია კი 182,58 მლრდ დოლარი. 2021 წლის იანვარში კი კომპანიის საბაზრო ღირებულებს 131,2 მლრდ დოლარს შეადგენდა, აქციები კი 50,88 დოლარად ივაჭრებოდა.

Novavax

Novavax-მა აშშ-სა და მექსიკაში გვიანდელი კლინიკური კვლევის შემდეგ გამოაცხადა მისი ექსპერიმენტული კორონავირუსის ვაქცინის საერთო ეფექტურობა - 90.4%.

მიუხედავად იმისა, რომ Novavax ამჟამად ჩამორჩება რამდენიმე თავის უფრო დიდ კონკურენტს, მას მაინც აქვს პოტენციალი იყოს მთავარი გამარჯვებული COVID-19 ვაქცინების ბაზარზე. კომპანია იმედოვნებს, რომ 2021 წლის ბოლოს მოახდენს COVID-19-სა და გრიპის კომბინირებული ვაქცინის კლინიკურ გამოცდას.

კომპანიის ერთი აქციის ფასი 233,23 დოლარია, 2021 წლის იანვარში კი ერთი აქცია 128,18 დოლარი ღირდა. რაც შეეხება კაპიტალიზაციას, Novavax-ის საბაზრო ღირებულება იანვრიდან დღემდე 7,50 მლრდ დოლარიდამ 17,37 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მრავალი სხვა ექსპერიმენტული COVID-19 ვაქცინა დამუშავების პროცესშია.

მათ შორისაა Ocugen: ამ ფარმაცევტულმა კომპანიამ პარტნიორობა გაუწია Bharat Biotech– ს, ინდოეთის წამლის მწარმოებელს. ოკუგენი ცდილობს აშშ -ს მარეგულირებელ ორგანოს “კოვაქსინი“ დაამტკიცებინოს.

Vaxart: ეს პატარა კომპანია ელოდება თავისი COVID-19 ვაქცინის პოპულარიზაციას. Ocugen და Vaxart ამჟამად არ არიან COVID-19 ვაქცინების წამყვან მწარმოებლებს შორის, მაგრამ ეს ბიოტექნოლოგიური მარაგები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუ მათი ექსპერიმენტული ვაქცინები იქნება უსაფრთხო და ეფექტური.

საქართველოში COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის პოპულარობით ორი ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა - SINOPHARM და Sinovac Biotech (SVA) სარგებლობს.

SINOPHARM China National Pharmaceutical Grou-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩინეთში, 1998 წელს დაფუძნდა. მას მინიჭებული აქვს უნგრეთის „მკაცრი მარეგულირებლის” ავტორიზაცია. ვაქცინა გამოიყენება სამხრეთ აფრიკაში, აზიასა და ევროპის ქვეყნებში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია ბაჰრეინში, ეგვიპტეში, სინგაპურში, თურქეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ევროპაში ვაქცინას იყენებს სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და უნგრეთი.

კომპანიის კაპიტალიზაცია 59,85 მილიარდი დოლარია, ერთი აქციის ფასი კი 19,18 ჰონგკონგური დოლარია (HKD). 2021 წლის იანვარში ერთი აქციის ფასი 18 -და 19.80 HKD -მდე მერყეობდა.

Sinovac Biotech (SVA)

Sinovac-ი კერძო ჩინური კომპანიაა, თავად ვაქცინის ოფიციალური სახელწოდება СoronaVac-ია, თუმცა საქართველოში „სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი.

ვაქცინაზე მუშაობა კომპანიამ 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, ივლისში კი ვაქცინამ გამოცდის მესამე ფაზა გაიარა - ბრაზილიაში, ინდონეზიაში და თურქეთში. ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინას საგანგებო გამოყენების უფლება მიანიჭა.

NASDAQ GLOBAL SELECT – ის მიხედვით კომპანიის ერთი აქციის ფასი ახლა 6.47 დოლარია.

(წყარო - fool.com; ycharts.com; finance.yahoo.com)

თეონა რამაზაშვილი