Top-10 კომპანია, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს

2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა და 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

„საქსტატის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული იფორმაციის მიხედვით, 10 ყველაზე მსხვილი დამსაქმებლიდან 3 სახელმწიფო კომპანიაა.

გთავაზობთ, Top-10 საწარმოს, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • შპს თბილსერვის ჯგუფი
  • შპს რითეილ ჯგუფი
  • სს ნიკორა ტრეიდი
  • შპს პსპ ფარმა
  • სს გეფა
  • სს საქართველოს რკინიგზა
  • შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
  • შპს ევოლუშენ ჯორჯია
  • სს ევექსის ჰოსპიტლები

აღსანიშნავია, რომ სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.