სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის საკვირაო კიბერსკოლის სტუდენტი, გიორგი მაისაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტ Jacobs University Bremen-ში ჩაირიცხა. საუკეთესო მცირე უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში Jacobs University-ს მეათე ადგილი უკავია.
გიორგი მაისაშვილი სამი წლის განმავლობაში სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის საგანმანათლებლო აქტივობებში - კიბერუსაფრთხოების ბანაკსა და საკვირაო სკოლაში მონაწილეობდა.
2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე, სახელწოდებით „მომავალი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი,” გიორგიმ პირველი ადგილი დაიკავა.
ამ წლების განმავლობაში პროგრამირებასა და კიბერ უსაფრთხოებაში მას სხვადასხვა პროექტი აქვს შესრულებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ