ოქრო და სუნამო - რას ვყიდით და ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.

ამასთან, უწყების ცნობით, ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, ასევე რას ვყიდით და ვყიდულობთ საამიეროებში.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 87.520 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან იმპორტი იყო 74.860 მლნ დოლარი, ექსპორტი კი - 12.657 მლნ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: (2021 წლის იანვარ-აგვისტო)

იმპორტი:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 40.041 მლნ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2.480 მლნ დოლარი
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 2.347 მლნ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 2.147 მლნ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 1.772 მლნ დოლარი
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1.494 მლნ დოლარი
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 1.123 მლნ დოლარი
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 971 ათასი დოლარი
  • მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - 921 ათასი დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 910 ათასი დოლარი

ექსპორტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 5.826 მლნ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1.285 მლნ დოლარი
  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 819 ათასი დოლარი
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 784 ათასი დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 678 ათასი დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 247 ათასი დოლარი
  • საგოზავები მინისა და საბაღე - 240 ათასი დოლარი
  • ნაყოფები სხვა, ახალი - 225 ათასი დოლარი
  • სამართებლები და მათი პირები - 215 ათასი დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 183 ათასი დოლარი