რაკეტები, შეიარაღება და სტალინის ლიმუზინი მუზეუმში - რაში ხარჯავს კიმ ჩენ ინი კოლოსალურ ფულს

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები, რომელსაც 1948 წლიდან ავტორიტარული კომუნისტური რეჟიმი მართავს, დამთრგუნველია. მოსახლეობის დაახლოებით 70% -ს არ აქვს საკმარისი საკვები და ბევრი დამოკიდებულია გლობალურ სასურსათო დახმარებაზე. თუმცა, ეს ყველაფერი უზენაეს ლიდერს კიმ ჩენ ინს პირადი ფუფუნების საგნებზე კოლოსალური ოდენობის თანხების დახარჯვაში ხელს არ უშლის.

ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მიდის იარაღის პროგრამაზე და მრავალ ისეთ პროექტებზე, რითიც მხოლოდ სხელმწიფოს ელიტა სარგებლობს.

ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები გამოსცადა. ამას გარდა იხილეთ, რაში იხარჯება მილიარდები და მილიონები მაშინ, როდესაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი შიმშილს ებრძვის.

უზარმაზარი სტადიონი

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მდებარე რუნგრადოს სტადიონი მსოფლიოში ერთ -ერთი უდიდესი არენაა და 150,000 მაყურებელს იტევს. 1986 და 1989 წლებში აშენებული სტადიონი დაახლოებით 210 მილიონი დოლარი დაჯდა.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მისი შეცვლა 2013 წელს გადაწყვიტა, რათა ის საფეხბურთო მატჩებისთვისაც გამოეყენებინა. თუმცა, ამ 150,000- ადგილიანი ადგილის რეალური მიზანი პროპაგანდისტული რეჟიმის აღნიშვნაა. საზეიმო ღონისძიებაზე ათიათასობით მოცეკვავე გამოდის, რომელთა უმეტესობა ბავშვები არიან.

shqesuc3u8c-1632491949.jpg

პლაჟის კურორტი

კიმ ჩენ ინმა 2018 წლის საახალწლო გამოსვლაში ამაყად ისაუბრა ვონსანის მდიდრულ სანაპირო კურორტად გადაქცევის გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ იგი სწორედ ამ ქალაქში დაიბადა. ეს არის ინდუსტრიული საპორტო ქალაქი, თუმცა გეგმების თანახმად მან სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ტურისტები უნდა მოიზიდოს.

NK News-ის ინფორმაციით სანაპიროზე პირამიდის ფორმის სასტუმროები, კერძო ვილები და ხელოვნური ტბა გაშენდება. სამშენებლო პროგრამა 2018 წელს - სანაპირო ზოლის 4.5 კილომეტრის მონაკვეთზე დაიწყო და კვლავ გრძელდება.

აეროპორტები

რეჟიმის მაღალჩინოსნები თანამედროვე აეროპორტებს ეროვნული სიამაყის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევენ. ბოლო წლებში ორი ძირითადი სამშენებლო პროექტი განხორციელდა.

პირველი არის 2015 წელს ფხენიანის აეროპორტში გახსნილი საერთაშორისო ტერმინალი, რომელიც გიგანტური შუშის კედლების, უბაჟო ზონას და შადრევნებს მოიცავს. მეორე არის 500-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი ყოფილი სამხედრო აეროპორტისთვის, რომელიც ვონსანში სამოქალაქო მიზნებისთვის გადაკეთდა.

2015 წელს The Guardian- ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ფხენიანის აეროპორტის "ინტერნეტ ლაუნჯში" ინტერნეტი არ იყო. 2017 წელს NK News– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვონსანის აეროპორტს 2015 წელს გახსნის შემდეგ საერთაშორისო რეისი არ მიუღია. ხოლო დედაქალაქის აეროპორტიდან საზღვარგარეთ დღეში მხოლოდ ერთი ან ორი რეისი ხორციელდება. ეროვნული ავიაკომპანია Air Koryo მსოფლიოში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიად არის მიჩნეული.

sgshaqscqkq-1632492000.jpg

“Hotel of Doom“

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს შეიძლება სურთ, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს მის აღლუმებს, სარაკეტო გამოცდებს და აეროპორტებს, მაგრამ არის ისეთი პროექტები, რომელთა “დამალვაც“ ნამდვილად სურთ. ერთი ასეთია სასტუმრო რიუგიონგი, 105-სართულიანი პირამიდის ფორმის შენობა, რომლის მშენებლობა რეჟიმმა 1987 წელს დაიწყო. ფხენიანის ღირსშესანიშნაობა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი ყოფილიყო, ის 1989 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა გადაიდო და 1992 წელს საერთოდ შეჩერდა.

სასტუმროს მშენებლობა 2008 წელს განახლდა, მას სახელი გადაერქვა და Destiny -ს უწოდებდნენ, თუმცა მაშინაც მხოლოდ გარეთა ფასადის მოპირკეთება შეძლეს. მშენებლობა ისევ განახლდა 2017 წელს, როდესაც დაიგო მისასვლელი გზები, ხოლო 2019 წელს შენობას LED ეკრანები დაემატა. ამ პროგრესის მიუხედავად, სასტუმრო დღეს ცარიელი რჩება და მას შეიძლება დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი -329 მეტრიანი უკაცრიელი შენობა ეწოდოს.

csrtcst6ec-1632492021.jpg

პიონჰეტენი

მიუხედავად სოფლებში არსებული მინიმალური ინფრასტრუქტურისა, სადაც არ არის საკვები, წყალი და ელექტროენერგია, მმართველი პარტია დედაქალაქში ინვესტიციის განახორციელებას აპირებს. ფხენიანის ნაწილების გაფორმებისთვის უზარმაზარი თანხები დაიხარჯა. რომლებიც შემდეგ ჟურნალისტებს აჩვენეს და პროპაგანდისთვის გამოიყენეს. განახლებული შენობების მესაკუთრეები ჩინოვნიკები გახდნენ.

ახალი მაღალსართულიანი შენობები, ხშირად ნათელ ფერებში შეღებილი, მკვეთრად განსხვავდება იმავე ტიპის უპირატესად ნაცრისფერი კოშკებისაგან.

გავრცელებული ინფორმაციით სამშენებლო ობიექტებზე ბავშვები იყვნენ დასაქმებულები. ერთი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის გამო, რის შედეგადაც ბევრი მოსახლე დაიღუპა, მაღალი თანამდებობის პირები სიკვდილით დასაჯეს.

ფუფუნება

კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფუფუნების საქონლის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. The Telegraph-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უყვარს ძვირად ღირებული საქონელი და მისი საათების კოლექცია 8,2 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის ასევე ფლობს 100 – მდე მანქანას, მათ შორის მისი საყვარელი მანქანის ბრენდია Mercedes-Benz.

qktlptpt-1632492048.jpg

სუპერ იახტა

კიმ ჩენ ინი არის 200-ფუტიანი იახტის ამაყი მფლობელი, რომელიც მისმა მეგობარმა, ყოფილმა ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა აღწერა, როგორც „ჯვარი ბორანსა და დისნეის ნავს შორის."

უახლესი პრინცესა იახტა აღჭურვილია Fendi- ს ინტერიერით და მისი ფასია 8 მილიონი აშშ დოლარი.

dpjitedike-1632492072.gif

პირადი თვითმფრინავი

კიმი კერძო თვითმფრინავს ფლობს, სახელწოდებით Air Force Un. ახალი ექსტერიერი ბევრად უფრო მდიდრულია, ვიდრე ადრე არსებული. მხოლოდ ინტერიერის მოწყობა სავარაუდოდ 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა.

sgbqech3qk-1632492092.jpg

კერძო ასაფრენი ბილიკი

თვითმფრინავებში გაშვების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თავისი სახლის გვერდით ასაფრენი ბილიკის მოსაწყობად ასობით ათასი დოლარი დახარჯა.

szxgtcskaghcqk-1632492126.jpg

უცხოური საჩუქრების მუზეუმი

შეიძლება რეჟიმმა ვერ შეძლოს კარგი ურთიერთობების შენარჩუნება დანარჩენ სამყაროსთან, მაგრამ ის ნამდვილად ცდილობს შეინარჩუნოს გლობალური პატივისცემა შინაგანი აუდიტორიის მიმართ. ქეყანას აქვს სხვა ქვეყნების საჩუქრების უზარმაზარი მუზეუმი, რომლის კოლექცია შეიცავს 10000 -ზე მეტ ნივთს, რომელიც დათარიღებულია 1940 -იანი წლებით.

ერთ -ერთი საჩუქარი არის ბურთი, რომელსაც ხელს ამერიკელი კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი აწერს. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ერთ -ერთი ვაჟი კალათბურთის დიდი გულშემატკივარია.

სხვა ნივთებს შორის არის საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის ტყვიაგაუმტარი ლიმუზინი და ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის ხმალი.

sgt3ckqk-1632492143.jpg

აკვა პარკი

“Munsu– ს აკვა პარკი 2013 წელს გაიხსნა და შიდა და გარე აუზებით, მრავალი სლაიდით, ტალღოვანი მანქანებით, სპორტული დარბაზით გამოირჩევა“ - იტყობინება Daily Mirror.

"ეს შეიძლება ყოფილიყო ფლორიდა ან დუბაი, რომ არა მარადიული თავმჯდომარის საშინლად რეალისტური ცვილის ფიგურა", - წერს ერთ – ერთი სტუმარი ჟურნალისტი The Guardian– დან.

წყლის პარკს ასევე აქვს სილამაზის სალონი, თუმცა იქ მთავრობის მიერ დამტკიცებული მხოლოდ 28 ვარცხნილობის გაკეთება არის შესაძლებელი.

სათხილამურო კურორტი

ჩრდილოეთ კორეის მდიდრული სათხილამურო კურორტი 2013 წელს გაიხსნა, რაშიც მთავრობამ დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დახარჯა. კურორტ Masikrön– ს აქვს თითქმის 112 კმ სათხილამურო ტრასა.

BBC– ს თანახმად, მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის სპორტული რეპუტაციის ამაღლებას მომავალ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა, თითქმის არცერთ ქალაქელს არ შეუძლია ისარგებლოს სათხილამურო კურორტით. ითვლება, რომ ჩრდილოეთ კორეაში თხილამურებით მხოლოდ 0.02% სრიალებს.

vbm-k-vxbgsh-1632492168.jpg

დელფინის აკვარიუმი

2012 წელს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები იმდენად დაინტერესებულნი იყვნენ დელფინების ახალი აკვარიუმის წარმატებით, რომ მათ დელფინების ტრენერები თავიანთი ხელობის შესასწავლად ჩინეთში გაგზავნეს.

Pyongyang– ის ხელუხლებელი ობიექტი ასევე იყენებს ზღვის წყალს, რომელიც მის აუზებში 100 კმ. მილსადენის მეშვეობით გადაედინება. თუმცა აკვარიუმის მონახულება ბავშვების უმცირეს ნაწილს შეუძლია.

გაეროს მონაცემებით, ბავშვების დაახლოებით მეხუთედს აქვს არასაკმარისი კვება, ბევრს აღენიშნება ზრდის შეფერხება და ბავშვთა შრომა ფართოდ არის გავრცელებული სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში და სამთო სფეროში. ასეთი რიცხვები დელფინების შოუებს აბსურდულს ხდის.

sxhbqecqc-1632492185.jpg

სამხედრო და ბირთვული ხარჯები

ჩრდილოეთ კორეის მმართველი ელიტა თავისი რეჟიმის გასაძლიერებლად სამხედრო ძალას ყოველთვის იყენებდა. როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინს განსაკუთრებით უყვარს ბირთვული იარაღი. ქვეყანამ ექვსი ბირთვული ტესტიდან ოთხი ჩაატარა.

სულ რამოდენიმე წელიწადში კიმ ჩენ ინმა უფრო მეტი რაკეტა გამოსცადა, ვიდრე მამამ და ბაბუამ ერთად. „როიტერის“ თანახმად 2017 წელს მხოლოდ 23 ტესტი ჩატარდა.

ჩრდილოეთ კორეამ თავის სამხედროებზე 2007-დან 2017 წლამდე დაახლოებით 4.2 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. სამხრეთ კორეის მთავრობა ვარაუდობს, რომ მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა მხოლოდ ბირთვულ განვითარებაზე 3.2 მილიარდზე მეტი დახარჯა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი