„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალ სალიზინგო პროდუქტს  - TOYOTA EASY-ს სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს ტოიოტასა და თიბისი ლიზინგის კოლაბორაციით შექმნილ სრულიად განსხვავებულ და მაქსიმალურად კომფორტულ სალიზინგო პროდუქტს - TOYOTA EASY-ს სთავაზობს.

TOYOTA EASY, რომელიც ახალი გზაა ავტომობილის სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შესაძენად, მარტივად ერგება ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას განმარტებით, TOYOTA EASY, როგორც განსხვავებული ფინანსური პროდუქტი, სპეციალურად შეიქმნა მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის და მოქნილი პირობებით საგრძნობლად გაამარტივა არა მხოლოდ ავტომობილის შეძენის, ასევე, მისი მართვის პროცესი.

„ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს ავტომობილის სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეძენა, ასევე, შემდგომში მისი კომფორტულად მართვა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ახალ გზას - სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტს სთავაზობს.TOYOTA EASY-ით მომხმარებელი მიიღებს ექსკლუზიურ ფასს სასურველ ავტომობილზე და ამასთან ერთად, გამარტივებულ სალიზინგო ოპერაციებს, რაშიც მხოლოდ 1 საათს დაკარგავს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ TOYOTA EASY-ით ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი 0%-ია. გარდა ამისა, მომხმარებელი იხდის დაბალ ყოველთვიურ გადასახადს და რაც მთავარია, მართავს მუდმივად ახალ, გარანტიაზე მყოფ ავტომობილს. ახალი პროდუქტით სარგებლობის პერიოდი კი, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 12 - 60 თვეა“, - აღნიშნავს ნინო გაგუა.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, სპეციალურად იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის მიღება სურს, შემუშავებულია პროდუქტი TOYOTA EASY FLEX-ი.

„ეს კონკრეტული პროდუქტი დამატებით მოიცავს თრეიდ-ინ ფუნქციასაც და ასევე, ფასდაკლებას სხვადასხვა სერვისებზე. TOYOTA EASY FLEX-ით სარგებლობის პერიოდი 3-დან 72 თვემდეა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეინარჩუნოს ავტომობილი, განაგრძოს მისი მართვა და ამ პირობებში ის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ნარჩენ ღირებულებას გადაიხდის. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დააბრუნოს ან განაახლოს ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“. ყველა პირობა, რასაც მომხმარებელს ახალი სალიზინგო პროდუქტით ვთავაზობთ, არის სწრაფი, მოქნილი და კომფორტული, რაც თავისთავად ძლიერ მოტივაციას შეუქმნის მომხმარებელს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ისარგებლოს ჩვენი შეთავაზებით“, - განმარტავს ნინო გაგუა.

მომხმარებელი, რომელსაც TOYOTA EASY-ით სარგებლობა სურს, კოვიდ-პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com/

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

244296043-841843496533373-1179734287194491348-n-1633093929.png