აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 სექტემბერს შეავსო.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მის სახელზეა: ბათუმში 56,9 კვ.მ ბინა, რომელიც ჩუქებით გადაეცა, ასევე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი (რომელზეც ასევე მდებარეობს საცხოვრებელი სახლი 340,7 კვ.მ) მემკვიდრეობა. გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის 68,76 კვ.მ ბინა თბილისში, რომლის ღირებულება 61 000 აშშ დოლარია და 50 კვ.მ კომერციული ფართი ბათუმში, რაშიც 65 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მეთაურის სახელზეა მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, 2008, ND101ND, რომლის ღირებულება 8500 აშშ დოლარია.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თორნიკე რიჟვაძე ფლობს 25%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში“.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, თორნიკე რიჟვაძე ფლობდა:"საქართველოს ბანკის" სახელფასოზე - 12 855 ლარს, საკრედიტოზე - 1 622 ლარს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, აღნიშნულ პოსტზე, 2020 წელს ხელფასის სახით 55 476 ლარი აქვს აღებული.