"ვითიბი," როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, - ამის შესახებ "ვითიბი ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში განხორციელდა ჰოსპიტალ მედცენტრის ჯგუფის რამდენიმე კლინიკის დაფინანსება, სამედიცინო, დიაგნოსტიკური დანადგარების შეძენა, შენობა - ნაგებობების კუთხით გაფართოება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ბანკის სრული დაფინანსებით, 2021 წლის ბოლომდე, გაიხსნება ბირთვული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ერთადერთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ონკო პაციენტებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე დანადგარით.
„ვითიბი“ ბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და კლინიკა „ჰოსპიტალ მედცენტრ ჯგუფს“ შორის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. დღეისთვის, აღნიშნული კლინიკა, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს", - განაცხადა "ვითიბი ბანკის" კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ.