ჯანდაცვის კომიტეტს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა, 30 დღით გაუხანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ თავად კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
რაც შეეხება ცვლილებებს, საკანონმდებლო წინადადება, მოქალაქე მაკა მინდიაშვილს ეკუთვნის. წინადადება შრომის კოდექსში რამდენიმე ცვლილებების შეტანას გულისხმობს. მათ შორის, საუბარია, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად გახდეს 10%; ხელფასი გაიცეს არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ - ორ კვირაში ერთხელ; დაწესდეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, ყველა პროფესიის მიხედვით.
საკანონდემბლო წინადადება გულისხმობს ასევე: სამსახურებში დასაქმებისას ასაკობრივი ზღვარის გაუქმებას, უქმე დღეებში მუშაობაზე ხელფასის გაორმაგებული ოდენობით დარიცხვას, ხელფასის გადაცილების შემთხვევაში ანაზღაურების 1%-იანი დანამატის გაცემას, სამსახურში ფულადი ჯარიმების გაუქმებას, ღამის ცვლაში მუშაობაზე გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურების დაწესებას, პროფესიული ზრდის მიხედვით, ხელფასების 6-24 თვეში ერთხელ ზრდას.
მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.