როგორ გამოიყურება ვლადიმირ პუტინის მილიონიანი იახტების კოლექცია

ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის პოსტი 1999 წლიდან 2008 წლამდე რვა წლის განმავლობაში ეკავა. ხანმოკლე შესვენების შემდეგ, მომდევნო არჩევნებზე რუსეთის მოსახლეობამ ქვეყნის პირველ პირად იგი კვლავ აირჩია.

დღეს ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ პოლიტიკოსთა სიის ლიდერია. ცნობილია, რომ მისი ქონება 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსი საოცარ სიმდიდრეში ცხოვრობს. მას უამრავი ჰობი აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი სუპერ იახტების კოლექციაა, რომლის ჯამური ღირებულება 125 მილიონ დოლარს შეადგენს.

euqh74383834-1635165577.jpg

The Graceful

კოლექციის პირველი იახტა არის The Graceful. თეთრი ფერის სუპერ იახტა, რომლის სიგრძე 72 მეტრი და მოცულობა 2685 ტონაა, 2014 წელს Blom and Voss-ის მიერ აშენდა. სუპერ იახტას აქვს ექვსი სტუმრის კაბინა, სადაც 12 ადამიანი ეტევა და შვიდი ეკიპაჟის სალონი, რომელიც 14 ადამიანს იტევს.

იახტას აქვს აუზი, რომელიც ღილაკზე დაჭერით შეიძლება საცეკვაო მოედნად გადაიქცეს. მისი ფასი 100 მილიონი დოლარია. მოვლა კი წელიწადში 5-დან 10 მილიონ დოლარამდე ღირს.

eu73-1635165604.jpg

The Olympia

პუტინის ყველაზე საყვარელი იახტა 57 მეტრის სიგრძის Olympia არის. 2002 წელს დაპროექტებული და აშენებული იახტა Feadship გემთმშენებელ ქარხანაშია შექმნილი. It Boat-ის თანახმად, ოლიმპიას აქვს 16 სიჩქარე. მისი ფასი 50 მილიონი დოლარია და შეუძლია უმასპინძლოს 10 სტუმარს ეკიპაჟის 16 წევრთან ერთად. სუპერიახტას აქვს საპრეზიდენტო სალონი, რომელიც ცალკე დონეზეა განთავსებული. ასევე აქვს ჯაკუზი და ბარი.

eq764373734-1635165694.jpg

The Seagull

თურქული გემთმშენებელი კომპანიის Proteksan Turquoise-ის მიერ 2009 წელს აშენებული The Seagull, იგივე “ჩაიკა“ 54 მეტრის სიგრძისაა. იახტა განკუთვნილია გრძელი მოგზაურობისთვის. იახტას შეუძლია განავითაროს 4000 ცხენის ძალის სიჩქარე. იახტის სავარაუდო ღირებულება 34,85 მილიონი დოლარია.

qteru3uru3ru3-1635165648.jpg

The Petrel

კოლექციის ყველაზე ნაკლებად ცნობილი და პატარა იახტა არის The Petrel. იახტის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა ცნობილი, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ამ იახტით ხშირად არ ჩნდება. პეტრელის ხომალდი 35 მეტრის სიგრძისაა. აივნებით გაფორმებული კაბინები 16 სტუმარს და ეკიპაჟის 12 წევრს იტევს.

იახტას აქვს ტერასა ჯაკუზით. პირველ სართულზე მდებარეობს მისაღები ოთახიც. იახტის ზუსტი ფასი არ არის ცნობილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, Petrel-ის მსგავსი მოდელი 16,8 მილიონი დოლარი ღირს.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი