გერმანიაში, პროგრამის ამოქმედებიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან 271 პირი დასაქმდა. აქედან, საშემოდგომო სამუშაოებზე 63 ადამიანი გაემგზავრა - ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული შეთანხმებები არ არის დროში შეზღუდული და მისი განხორციელება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.
,,გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2021 წლის 14 აპრილიდან 2021 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობის აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოზე დასაქმდა 271 პირი. მათ შორის, სექტემბერ-ოქტომბერში დასაქმდა 63 საქართველოს მოქალაქე. აქვე აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეთანხმებები არ არის დროში შეზღუდული და მისი განხორციელება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც“- განუცხადეს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში ,,ბიზნესპრესნიუსს“.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე სულ 95,000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.