2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:
- სომხეთი - 383 ტონა
- რუსეთი - 67 ტონა
- უკრაინა - 18 ტონა
- სლოვენია - 10 ტონა