2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 67.845 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბლის იმპორტი განხორციელდა, მსოფლიოს 8 ქვეყნიდან. აქედან უდიდესი ნაწილი, 62.456 მლნ აშშ დოლარის ხორბალი რუსეთიდან შემოვიდა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის Top-10 კომპანია, რომელმაც წელს საქართველოში ყველაზე მეტი ხორბალი შემოიტანა:
- შპს "აგროსისტემები" - კომპანია დაარსდა 2010 წლის 20 იანვარს. 100%-იანი წილის მფლობელი კი ასაბილ კასუმოვია.
- შპს ბევრილი ჯგუფი - კომპანია დაარსდა 2010 წლის 5 იანვარს. წილის 99.754%-ს ნერუ ჩანქსელიანი ფლობს, 0.041%-ს ბახვა ქურდაძე, 0.087%-ს გიორგი ზურაბიშვილი, 0.118%-ს კი ვალერიან თუთბერიძე. აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი, გოდერძი ჩანქსელიანი 2017 წლის ბოლომდე კომპანიაში წილის 70%-ს ფლობდა ბევრილი ჯგუფის დაარსებიდან.
- შპს ნედლი - კომპანია 2020 წლის 6 მაისს დარეგისტრირდა და წილის 100%-ს ლაშა ქეთიშვილი ფლობს.
- შპს ჯეიმოლი - წილის 63%-ის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული გილმინგტონ ჰოლდინგია. 6%-ს ფლობს კომპანია ლგბ. 4%-ს - სააქციო საზოგადოება პონტო კაპიტალი. 2% - კერძო პირს ლია ენუქიძეს ეკუთვნის. 25% კი, პარინ რაჯანიკანტ კაპასს ეკუთვნის, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა.
- შპს პარტნიორი 2017 - კომპანია 2017 წლის 8 ივნისს დაარსდა. ამჟამად წილის 90% ვარლამ ლიკლიკაძეს ეკუთვნის, დარჩენილი 10% კი ნინო დიდიანს.
- შპს დიკა - კომპანია 2017 წელს 5 ოქტომბერს დაარსდა და წილის 100%-ის მფლობელი ბელა შაიშმელაშვილია.
- შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი - კომპანია 2011 წლის 8 ივნისს დაფუძნდა. წილის 50%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აგრიკომი ფლობს, დანარჩენ 50%-ს კი იგივე სტატუსის კომპანია, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
- შპს ლენა - კომპანია 2017 წლის 21 დეკემბერს დაარსდა და წილის 100%-ს ლევან ნადირაძე ფლობს.
- შპს ჯეოლოგ - კომპანია 2015 წელს დაარსდა წილის 30%-ს ვანო ქურხულიშვილი ფლობს, 70%-ს კი რუსეთის მოქალაქე, ვლადიმერ გვასალია.
- შპს ბარაქა ჯგუფი - 2020 წლის 4 აგვისტოს დაარსდა და წილის 100%-ის მფლობელი, თურქეთის მოქალაქე, ბურჰან დინდარია.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, კომპანიების რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით არის დალაგებული და არ არის იმპორტის მოცულობასთან კორელაციაში.