როგორ დავგეგმოთ მიმზიდველი ციფრული მარკეტინგული კამპანია?

ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის დღეს პროფესიონალი ციფრული მარკეტერები არიან, რადგან კომპანიის წარმატება დიდწილად მათს საქმიანობაზე დგას. 10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ციფრული ეპოქა ამგვარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა ბიზნესს და სტარტაპს თუ მსხვილ კომპანიას რეკლამირების შესაძლებლობის კუთხით თანაბარ პირობებში ჩააყენებდა.

დღეს ვდგავართ ამგვარი რეალობის წინაშე: თუ ციფრული მარკეტინგის კამპანიების სწორად დაგეგმვა და ჩატარება კომპანიისთვის პრიორიტეტი არ არის, მას მომხმარებელი მალე დაივიწყებს, კონკურენტები კი უპირატესობას მოიპოვებენ და ყველაზე მძიმე სცენარი - ლიკვიდაცია - გარდაუვალი იქნება.

ციფრული მარკეტინგის სწორი სტრატეგიის დაგეგმვა ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც სპეციალურ ინსტრუმენტებს საჭიროებს. ამის შესახებ ყოველწლიურად ასობით წიგნი იწერება, რომელთა ავტორებიც გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გვიხსნიან, რა შემთხვევაში როგორი სტრატეგია უნდა გამოვიყენოთ, ინფორმაციის რა სახით მიწოდებაა უფრო ეფექტური და როგორი მეთოდები უნდა შევარჩიოთ ამისთვის.

ასეთი ნამუშევარი არის რაიან დაისისა და რას ჰენებერის „ციფრული მარკეტინგი მარტივად“, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთ წამყვან სახელმძღვანელოდ შეიძლება მივიჩნიოთ. წიგნის მეშვეობით შეგვიძლია ვისწავლოთ:

  • ბრენდის გასაძლიერებლად Google-ისა და Facebook-ის გამოყენება;
  • პოტენციური კლიენტების, გაყიდვებისა და შემდგომი ნაბიჯების ბაზის „გაციფრულება“;
  • იდეების სარეალიზაციოს ონლაინინსტრუმენტების გამოყენება.

წიგნში განხილულია როგორც ციფრული მარკეტინგის საწყისები, ისე მისი უკვე პროფესიონალური ფორმები, რომელიც წამყვან სპეციალისტებს გამოადგებათ. ასევე, მკითხველი სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე ნახავს, როგორ მუშაობს ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა ფორმა, იქნება ეს ბანერი, იმეილ მარკეტინგი და სხვა.

სფეროში გამოცდილი და წარმატებული პროფესიონალები გვეუბნებიან, რომ ციფრული მარკეტინგის კამპანიები შემდეგნაირი უნდა იყოს:

მიზანზე აგებული - ციფრული მარკეტინგული კამპანიები კოორდინირებული ქმედებებია კონკრეტული ბიზნესმიზნის მისაღწევად;

მრავალკომპონენტიანი - ნებისმიერი ციფრული მარკეტინგული კამპანია მოითხოვს სხვადასხვა აქტივს, როგორიც არის კონტენტი, სამიზნე ვებგვერდები, ელექტრონული ფოსტა და სხვა;

თანმიმდევრული და მოსახერხებელი - მრავალკომპონენტიანი კამპანია სწორად უნდა დაიგეგმოს და მომხმარებელმა ის რამდენიმე ეტაპად უნდა გაიაროს;

მუდმივად ცვალებადი - სიტყვა კამპანია ხშირად გულისხმობს მოკლევადიან ინიციატივას, მაგრამ წიგნის მიხედვით, კამპანია შეიძლება იყოს რაღაც, რაც თქვენს ბიზნესს მართავს ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში.

ხანდახან ციფრულ მარკეტერებს უჭირთ განასხვაონ, რა არის პროცესი და არა ერთჯერადი ღონისძიება. წიგნის „ციფრული მარკეტინგი მარტივად“ ავტორები კი აგვიხსნიან, რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ უნდა დავგეგმოთ სწორად და ეფექტურად როგორც პროცესი, ისე ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა გათვლილი.

უნდა აღინიშნოს, რომ რაიან დაისისა და რას ჰენებერის წიგნმა მსოფლიო მოიარა და არაერთოი მარკეტერის სამაგიდო სახელმძღვანელოდ იქცა. მსოფლიოს მასშტაბით აღიარების შემდეგ ის პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა. ჩვენს ქვეყანაში ციფრული მარკეტინგი საკმაოდ კარგად არის ათვისებული და განვითარებული და წიგნიც სწრაფად გახდა პოპულარული როგორ დამწყებთა, ისე პროფესიონალთა შორის.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან საიტზე:

259865084-292267189446382-834206007069057657-n-1637584668.jpg