ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი?

ნებისმიერი ქონების შეძენა საჭიროებს ერთიან დიდ თანხას, რომლის თავმოყრაც მოკლე დროში საკმაოდ რთულია. ამ დროს ადამიანები იწყებენ თანხის შეგროვებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მოგიწევთ წლების განმავლობაში უარი თქვათ გარკვეულ საჭიროებებზე იმ მიზნით, რომ შეაგრვოთ სასურველი რაოდენობის ფული და სამომავლოდ შეიძინოთ სასურველი ქონება. ხშირად, სწორედ ასეთია სცენარი, როდესაც ავტომობილის შეძენის საჭიროება დგება, თუმცა არ გაქვთ ერთიანი თანხა. ამ პრობლემის მოსაგვარებალდ არსებობენ ფინანსური ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ პროცენტში გასესხონ ერთიანი თანხა, რაც გაძლევთ საშუალებას მომენტალურად შეიძინოთ სასურველი ავტომობილი და თანხის დაფარვა ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ დაიწყოთ ავტომობილის მოხმარებასთან ერთად.

ავტომანქანის შესაძენად ყველაზე გავრცელებული სერვისებია ავტო სესხი და ავტო ლიზინგი. თქვენ, როგორც მომხმარებელს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ ქართულ ბაზარზე, იმისთვის რომ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი სერვისი, თუმცა სანამ აჩევანს გააკეთებთ, საჭიროა იცოდეთ ძრითადი განსხვავებები, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ პერსონალურად თქვენს პრეფერენციებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ლიზინგსა თუ სესხს, ყველა დეტალი - საპროცენტო განაკვეთი, ვადები, შეთავაზებები თუ სხვა დეტალები მეტნაკლებად განსხვავებულია. სწორედ ამ მიზეზით, რთულია, რომ შევადაროთ ავტოსესხი და ავტო ლიზინგი . მთავარი და ფუნდამენტური სხვაობები ამ ორ ცნებას შორის უმჯობესია საკანონდებლო დონეზე გავარჩიოთ.

  1. სესხისა და ლიზინგის განსხვავება იურიდიულ დონეზე

ავტო სესხისა და ლიზინგის შედარებისას ერთ-ერთი მთავარი სხვაობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში უნდა ვეძიოთ.

1.1 ლიზინგი

სალიზინგო ხელშეკრულება განვიხილოთ მოგოს სწრაფი ლიზინგის მაგალითით. დავუშვათ შეარჩიეთ სასურველი ავტომობილი და მოგოს დაფინანსებით შეიძინეთ კიდეც. სალიზინგო ხელშეკრულების დასრულებამდე, ანუ იმ მომენტამდე სანამ თქვენ დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებას გადაუხდით სალიზინგო კომპანიას, ავტომობილი არის მოგოს საკუთრება, თქვენ კი ბრძანდებით მანქანის მფლობელი, რაც გულისხმობს იმას, რომ რეალურად ქონებას იძენს ლიზინგის გამცემი - მაგალითად მოგო, ხოლო ლიზინგით მოსარგებლე არის ნივთზე ფაქტობრივი მფლობელი. ანუ, იურიდიულად ავტომობილი არის სალიზინგო კომპანიაში, მაგრამ თქვენ გაქვთ ამ ავტომობილის მოხმარების უფლება. სალიზინგო ხელშეკრულების დასრულების, თანხის დაფარვის მომენტიდან კი თქვენ ბრძანდებით მანქანის მესაკუთრეც და მფლობელიც, ანუ ფაქტობრივი მომხმარებელიც და ქონების იურიდიული მესაკუთრეც.

1.2 სესხი

რომ განვიხილოთ ავტო სესხი, თქვენ უბრალოდ გარკვეულ პროცენტში იღებთ თანხას ფინანსური ორგანიზაციისგან და თქვენ ამ თანხას იხდით სასურველი მანქანის შესაძენად. სესხის გამცემ ორგანიზაციას არანაირი შეხება არ აქვს თქვენს ქონებასთან იმდენად, რამდენადაც სესხით მანქანის შეძენისას თქვენ ბრძანდებით ქონების მფლობელიც და მესაკუთრეც.

მომხმარებელთა ნაწილი სესხს უფრო ამჯობინებს ხოლმე ლიზინგს იმ პატარა დეტალის გამო, რომ სესხის აღებით შეძენლი ქონება თავიდანვე მომხმაერბლის საკუთრებაში შედის, თუმცა ხშირად ამ ადამიანებს მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ლიზინგით სარგებლობისას სალიზინგო ხელშეკრულების დადების მომენტიდან შენ იწყებ მანქანის მართვას და ხდები ფაქრობრივი მფლობელი ამ ქონებისა.

2. სესხისა და ლიზინგის სხვა განსხვავებები ქარულ ბაზარზე

ამას გარდა, მნიშვნელოვანია პროცენტს შორისი სხვაობა, მაგალითად, ქართულ ბაზარზე არსებულ სესხის გამცემ ფინანსურ ორგანიზაციებს შორის ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს გვთავაზობენ სრულად მიღებული თანხის დაახლოებით 15-%-ის ოდენობით. ლიზინგის შემთხვევაში (მოგოს ლიზინგი) მომხმარებელს უწევს გადაიხადოს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%-3,45% შუალედში.

გასათვალისწინებელია გადახდის ხანგრძლივობაც, ქართულ ბაზარზე არსებული ორგანიზაციები სესხს იძლევიან ძირითადად 6-დან 72 თვემდე გადახდის ვადით. ლიზინგის შემთხვევაში, მოგოს ლიზინგის მაგალითზე, მომხმარებელს ბევრად ფართო დიაპაზონით, 3-84 თვის შუალედში შეუძლია თანხის გადახდა.

კიდევ სხვა მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო სესხსა და ლიზინგს შორის არჩევანის გაკეთებისას. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულებზე: რა არის ლიზინგი, ლიზინგის უპირატესობები.

(R)