ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
იანვარში რუსეთიდან საექსპორტო ზეთის გადასახადი 280 დოლარამდე გაიზრდება

იანვრიდან რუსეთიდან საექსპორტო მზესუმზირის ზეთის გადასახდელი 1 ტონაზე არსებული 276,7 დოლარიდან 280,8 დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნოემბერში საექსპორტო გადასახადის ფასი - 194,5 დოლარი, ოქტომბერში - 227,2 დოლარი, ხოლო სექტემბერში 169,9 დოლარი იყო.

ახალი გადასახადი განისაზღვრა ინდიკაციური ფასიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც 1 ტონა მზესუმზირის ზეთის ფასი 1 401,2 დოლარია.

ცნობისთვის, მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ეს საორიენტაციო და საბაზისო ფასებს (ტონაზე 1000 დოლარი) შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს. ფასების მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს.

კოკა კვირკველია