შობა-ახალ წელს უმეტესობა როგორც წესი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია დრო ახალი ადგილების აღმოჩენას დაუთმოს.
CNN გთავაზობთ 13 საუკეთესო და ამავდროულად ძვირად ღირებულ სასტუმროს მსოფლიოში, სადაც შობა-ახალი წლის გატარებას საოცარ გარემოში შეძლებთ.
The Fife Arms, შოტლანდია
სასტუმრო The Fife Arms შოტლანდიის ქალაქ ბრაემარში მდებარეობს და შოტლანდიის სამეფო ოჯახის რეზიდენციიდან სულ რაღაც 14 კილომეტრში მდებარეობს.
სასტუმროში 2-ადგილიან ნომერში ერთი ღამის გატარების ფასი 600 დოლარიდან იწყება.
Hotel Plaza Athénée, პარიზი
Hotel Plaza Athénée- ეს საოცარი სასტუმრო პარიზის ცენტრში მდებარეობს და შობის გასატარებლად საუკეთესო ადგილად ითვლება. სასტუმროში ერთი ღამის გატარების საფასური 300 დოლარიდან, ვახშმის კი 80 დოლარიდან იწყება.
The Plaza, ნიუ-იორკი
სასტუმრო The Plaza, ნიუ-იორკში საუკეთესო სასტუმროდ ითვლება შობა-ახალი წლის გასატარებლად.
სასტუმროს ნომრების ფასი 1095 დოლარიდან იწყება, საშობაო სუფრაზე კი ერთი ადამიანის მენიუ 100 დოლარი ღირს.
Ojai Valley Inn, კალიფორნია
Ojai Valley Inn სტუმრებს ბევრ გასართობს სთავაზობს, მათ შორისაა- სპა ცენტრები, გოლფი, ტენისი და იოგა. სასტუმროში ერთი რამით დარჩენა 619 დოლარი ღირს.
Royal Mansour, მაროკო
სასტუმრო Royal Mansour, მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარეობს. მის სტუმრებს ახალი წლის გატარება ეგზოტიკურ გარემოში შეუძლიათ. ერთი ღამით დარჩენის საფასური 1 725 დოლარიდან იწყება.
Willard InterContinental, აშშ
სასტუმრო Willard InterContinental-ში 23 დეკემბრიდან ახალ წლამდე სადღესასწაულო კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. ნომრების ფასები 325 დოლარიდან იწყება.
Fairmont Scottsdale Princess, აშშ
Fairmont Scottsdale Princess არიზონას შტატში მდებარეობს. სასტუმროს უზარმაზარი საცურაო აუზი აქვს და შობის გასატარებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. ნომრის ფასი 600 დოლარიდან იწყება.
The Balmoral, შოტლანდია
სასტუმრო The Balmoral საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაიხსნა. ნომრების ფასი 1 425 დოლარიდან იწყება.
The Broadmoor, აშშ
The Broadmoor ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს, ამიტომ დიდი შანსია, რომ აქ ახალ წელს თოვლი მოვიდეს. სასტუმროს ნომრების ფასები 260 დოლარიდან იწყება.
Claridge's, გაერთიანებული სამეფო
Claridge's ლონდონში მდებარეობს. სასტუმროს ტერიტორიამდე სტუმრები ეტლებში შებმულ ცხენებს მიჰყავთ. ამასთან, შობის ღამეს სასტუმროში გუნდი იმღერებს. სრული საშობაო პაკეტი სასტუმროში 6 000 დოლარი ღირს.
The Cloister at Sea Islan, ჯორჯია
სასტუმრო The Cloister at Sea Islan პატარა კუნძულზე 1928 წელს ააშენეს. აქ ბავშვებს საკმაოდ ბევრი აქტივობით დაკავების შესაძლებლობა აქვთ. ერთი ღამის გატარება სასტუმროში 600 დოლარიდან იწყება.
The Breakers, ფლორიდა
The Breakers 1896 წელს ნავთობმაგნატმა ჰენრი მორისონ ფლაგერმა გახსნა. მდიდრული სასტუმრო იტალიური რენესანსის სტილში არის მოწყობილი.
Ritz, საფრანგეთი
სასტუმრო Ritz-ში საშობაო მაგიდის ბილეთები 77 დოლარი ღირს, ერთი ღამის გატარების საფასური კი 1 700 დოლარია.