ისრაელი სამგზავრო შეზღუდვებს ახანგრძლივებს

ისრაელი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ სამგზავრო შეზღუდვებს მინიმუმ 10 დღით, 22 დეკემბრამდე ახანგრძლივებს.

არსებული წესების თანახმად, ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.

ამასთან, უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული ისრაელის ყველა მოქალაქე ვალდებულია, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში იყოს, იმ გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებიდან ჩასულმა მოქალაქეებმა კი კარანტინი სპეციალურ სასტუმროში უნდა გაიარონ.

ისრაელის ხელისუფლებამ აღნიშნული შეზღუდვები კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად დააწესა. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების 21 შემთხვევაა დადასტურებული.